ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა ინფორმაცია უნდა გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს ვინაიდან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, მიმართულია საქართველოს პერსპექტივის წინააღმდეგაც

ვიღაცას თუ ჰგონია, რომ ამ ხელისუფლების რევოლუციურად, სისხლიანად გადაგდების შემდეგ პერსპექტივა ექნება, რომ მოვიდეს ხელისუფლებაში და ქვეყანა ევროკავშირში შეიყვანოს და ააყვავოს, ძალიან ცდება, - ყველა ასეთი უბედურება მთავრდება ქვეყნის კიდევ უფრო გაჩანაგებით და ტერიტორიების დაკარგვით. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ის, რასაც აკეთებს ოპოზიცია, ქვეყნისთვის დამღუპველია და ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.

„იგივე უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოს ევროპერსპექტივა და კანდიდატობა არ უნდა მიენიჭოს, ევროპარლამენტის გარკვეული წევრების, ცნობილი კუბილიუსების განცხადება, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლება უნდა შეცვალოს, ეს ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე შეფასებით, ასეთ ვითარებაში ძალიან კარგია, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ამ საკითხებთან, პრევენციასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ითანამშრომლებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა არ დარჩეს არავის ასე ვთქვათ, ფარული მანევრის საშუალება.

„ყველა ინფორმაცია უნდა გავუზიაროთ სწორედ ჩვენს პარტნიორებს და ვთხოვოთ მათ, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, ვინაიდან ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომლებიც ორკესტრირებულად მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ, მიმართულა საქართველოს პერსპექტივის წინააღმდეგაც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს