პარლამენტი კენჭისყრის გზით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტს „ჩააგდებს“

პარლამენტი კენჭისყრის გზით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტს „ჩააგდებს“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით წარადგინა, თუმცა როგორც აღნიშნა, განხილვა ფორმალური იყო და კოლეგებს მიმართა, რომ პროექტს კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირონ.

„დეოლიგარქიზაციის საკითხის კანონის გზით მოწესრიგება ჩვენი „ნოუ ჰაუ“ არ ყოფილა. ევროკავშირის სტრუქტურებმა უკრაინაში საკითხის კანონის გზით დარეგულირება მოიწონა და ჩვენ სწორედ ევროკავშირის მოწონებულ მიდგომას გავყევით, მაგრამ რადგან არის ევროკომისიის შემოთავაზება, რომ საკითხი კანონის გზით არ მოწესრიგდეს და სამოქმედო გეგმით დარეგულირდეს, გთავაზობთ, რომ პროექტს კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭიროთ“, - მიმართა პარლამენტს ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე 18 სექტემბერს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. როგორც კობახიძემ განმარტა, მთავრობის სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.

„აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება