ირაკლი კირცხალია - უკვე მესამე წელია ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი იზრდება

რამდენიმე დღის წინ, ყველამ მოვუსმინეთ მთავრობის ინიციატივას ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც 500 მილიონით იზრდება წელს - ცნობისათვის, უკვე მესამე წელია ჩვენი ბიუჯეტი იზრდება ქვეყანაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქვეყნის ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა“.

„ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს არის 80 მლრდ ლარი, რომელიც ბოლო 3 წელიწადში 30 მლრდ ლარით არის გაზრდილი. საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობაში 2 წლის წინ თუ იყო 60% - იან კრიტიკულ ზღვარზე, 2 წლის თავზე, 38%-მდე არის ჩამოსული. მთლიანი შიდა პროდუქტი რომ დავაკონვერტიროთ თითოეულ მოქალაქეზე 8000 დოლარიან ნიშნულს მივუახლოვდებით წლის ბოლოს. ქვეყნის ეროვნული რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე და 5,5 მლრდ დოლარია. ასევე, ისტორიულ მაქსიმუმზეა კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები და ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 10-ჯერ არის გაზრდილი. თუ იყო 2 მლრდ ლარში და 2 მლრდ დოლარში 2012 წელს, დღეს არის 22 მლრდ ლარში და 23 მლრდ დოლარში. რაც შეეხება საგარეო პირდაპირ ინვესტიციებს, წინა წელთან შედარებით 29%-ით არის გაზრდილი და მხოლოდ ამ წლის მეორე კვარტალში 505 მლნ შეადგინა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეკონომიკის პოზიტიური ზრდა საქართველოს ევროინტეგრაციის გარდაუვალი წინაპირობაა.

მისივე თქმით, აღნიშნული ეკონომიკური მაჩვენებლები მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.

„მინდა საზოგადოებას მივმართო და ვუთხრა, მეგობრებო, ჩვენო მოქალაქეებო, ეს პოლიტიკა გაგრძელდება მტკიცედ და მყარად და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ იმ ოჯახში გაწევრიანდება, რომელზეც მთელი ქვეყანა ვიღვწით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო