ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა