ნიკა მელია - შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა - 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას

დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობა) ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა და ქვეყნის ბელარუსიზაცია მიმდინარეობს.

„ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს... ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას.დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას. შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ!“, - აცხადებს მელია.

ინფორმაციისთვის, სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო