თეა წულუკიანს ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები პარლამენტთან აქციით დახვდებიან

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები პარლამენტთან აქციით დახვდებიან.

„მინისტრის საათის“ ფორმატში თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, 18:00 საათზე, აქცია „სიმართლის საათი“ გაიმართება.

როგორც ისინი აცხადებენ, კულტურის სამინისტროს პოლიტიკა ანადგურებს კულტურას, ქვეყნის იდენტობისა და ჩვენი სიამაყის მთავარ საყრდენს.

ამასთან, მათივე თქმით, რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას.

„20 სექტემბერს, 18:00-ზე, პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ვიკრიბებით, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ქართული კულტურის გულშემატკივრები. „სიმართლის საათის“ ფორმატში გავაჟღერებთ იმ უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელთაც კულტურის მინისტრი თავს ვერ ართმევს. აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სექტორები დააყენებენ მკაფიო მოთხოვნებს. არა ცენზურას! კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია!“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “მინისტრის საათის” ფორმატში საქართველოს პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო