პარტია „ხალხისთვის“ ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პარტია „ხალხისთვის“ ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში და მიიღო აქტი კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ცივილიზებული სახელმწიფოებს რომ წარმოვიდგენთ ასეთ აქტებს იღებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ ძალადობა ბავშვებზე და ბავშვების გატაცება (მაგ: ამერიკა). ჩვენთან, ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მიიღო აქტი კონკრეტულად ფარცხალაძესთან დაკავშირებით. თუმცა, არ მოვტყუვდეთ ეს ბრძანება არ ეხება მარტო ფარცხალაძეს. ამ ბრძანების ამოცანა არის სანქციებიდან დაიცვას ყველა ქართველი ოლიგარქი, რომელსაც მომავალშიც დაემუქრება სანქციები. ეს ბრძანება არაკონსტიტუციურია და გავყავართ დასავლური ერთობის სივრციდან. ჩვენ ვგეგმავთ გავასაჩივროთ ეს ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - წერს ანა დოლიძე.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა