პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, მეორეზე კი, ძებნა გამოაცხადა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა, მეორე პირის მიმართ კი, ძებნაა გამოცხადებული.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 98 000 ლარი მიისაკუთრეს.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და „როიალ ტაბ გრუპ"-ის წარმომადგენლობას შორის, ელექტრონული ტენდერის შედეგის საფუძველზე, საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე 523 500 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების შესრულების პროცესში, „როიალ ტაბ გრუპ"-ის წარმომადგენლობის დირექტორმა და იურისტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, კომპანიის იურისტმა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სახელით შედგენილი ყალბი განცხადება წარადგინა, რის საფუძველზეც კომპანიას სახელმწიფო ხაზინიდან ავანსის სახით - 157 000 ლარი ჩაერიცხა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სამუშაოს მხოლოდ თანხის ნაწილი მოახმარეს, ხოლო, დარჩენილი - 98 000 ლარი მიისაკუთრეს. ბრალდებულებმა ასევე, დაამზადეს და გამგეობაში წარადგინეს 45 000 ლარის სამუშაოების შესრულების ამსახველი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტაცია.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, კომპანიის დირექტორი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რაც შეეხება კომპანიის იურისტს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე), რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა