ოქტობერფესტი დაიწყო - ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ნამდვილი გერმანული ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს (R)

ოქტობერფესტი 2023 დაიწყო. ოქტობერფესტის განწყობა საქართველოში ტრადიციულად „ლოვენბრაუს“ მოაქვს. კონკურსის #Lowenfest ფარგლებში, სოციალური ქსელების საშუალებით, ლუდის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეჩინათ შემოქმედებითობა და „ლოვენბრაუსთან“ ერთად ფესტივალის და ბრენდის მიმართ სიყვარული გადმოეცათ. საუკეთესო კონკურსანტებმა დახურულ ღონისძიებაზე, შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებული, ლაშა ქამადაძე მიუნხენში, ოქტობერფესტზე გაემგზავრება.

ღონისძიებაზე ნამდვილი ოქტობერფესტის განწყობა მუსიკამ, სპეციალურმა თამაშებმა და გერმანულმა ლუდმა „ლოვენბრაუმ“ გემრიელ კერძებთან ერთად შექმნა.

„ოქტობერფესტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახალხო დღესასწაულია, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. წლების წინ გადავწყვიტეთ საქართველოში ყოველწლიურად ჩაგვეტარებინა ოქტობერფესტი. ვცდილობთ განვავითაროთ ლუდის მოხმარების კულტურა, ლუდის ინდუსტრია და, რა თქმა უნდა, ოქტობერფესტი მეგობრებთან შეხვედრის, ემოციების, სიხარულის გაზიარების დღესასწაულია. „ლოვენბრაუს“ გარეშე ოქტობერფესტი წარმოუდგენელია და სწორედ „ლოვენბრაუ“არის დღესასწაულის მასპინძელი საქართველოში“, - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ოქტობერფესტი 200-წლიანი ბავარიული ტრადიციაა, რომელიც ლუდის, საკვებისა და კულტურის გლობალურ დღესასწაულად იქცა. აქ ყოველწლიურად იკრიბებიან ლუდის მოყვარულები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა მიიღონ დაუვიწყარი მიუნხენური გამოცდილება.

„ლოვენბრაუ“ ერთ-ერთი იმ 6 ლუდსახარშს შორის, რომლებსაც ოქტობერფესტში მონაწილეობის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ „ლოვენბრაუ“ ყოველ ოქტობერფესტზე იყიდება 1810 წლიდან.

(R)

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024