თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება

თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მედიკამენტები და კვლევები 100%-ით დაუფინანსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსდებოდათ.

„თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსებდა, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს სრულად, 100%-ით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი მოქალაქის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველად, ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი ფინანსდებოდა. 2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა. პროგრამის მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, გელა ჩივიაშვილს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა