საქართველოში სომხეთის საელჩო ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე საგარეო უწყების მოწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებსაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების საფუძველზე მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს - მკაფიო და ცალსახა ნაბიჯები გადადგან აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად, - აღნიშნულის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სომხეთის საელჩო ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მოახდინა მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო ეთნიკური წმენდის თავისი პოლიტიკის დასრულებამდე მიყვანა.

„დაუსჯელობის გრძნობით ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანმა ღიად აიღო პასუხისმგებლობა აგრესიაზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ჯარების პასუხისმგებლობის ზონაში, იწყებს „ანტიტერორისტულ ზომებს", რის შესახებაც, აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური განცხადებით, ინფორმირებულია რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების სარდლობა, ასევე რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრი.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის აგრესიას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ და მასობრივ დანაშაულს, რომელიც ზუსტად სამი წლის წინ, 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ძალის გამოყენების გაგრძელებაა. „სამხედრო ობიექტების განადგურების" ცრუ საბაბით სამოქალაქო დასახლებები, ქალაქი სტეფანაკერტი, სხვა ქალაქები და სოფლები აზერბაიჯანის მიერ იბომბება.

სომხურმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის განგრძობითი აგრესიული ქმედებები მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, დაუმალავი მეომარი რიტორიკა, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის „ტერორისტებად" გამოცხადების აბსოლუტურად ყალბი და გასაკიცხი პროპაგანდა ერთ მიზანს ემსახურება - ძალის გამოყენებით მოახდინოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, ჩამოერთვას მათ თავიანთ სამშობლოში თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრებისა და შემოქმედების უფლება. იგივე მიზანს ემსახურებოდა 2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის, ლაჩინის დერეფნის უკანონო გადაკეტვა და მთიანი ყარაბაღის სრული ბლოკადა.

თავდასხმას წინ უძღოდა მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანაღმვის და დივერსიული ოპერაციების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და ამისთვის საინფორმაციო ველი მზადდებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და სამხედრო ტექნიკა არ არის განლაგებული მთიან ყარაბაღში, ყოველგვარი ინფორმაცია დანაღმვის და დივერსიული ოპერაციების შესახებ ყალბია და შეთითხნილი.

მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებსაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების საფუძველზე მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს - მკაფიო და ცალსახა ნაბიჯები გადადგან აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად“, -ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სომხეთის საელჩო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო