სოფო ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მისი საბრძოლო განწყობა უცვლელია - დღევანდელ პროცესს დისტანციურად ჩაერთვება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მისი საბრძოლო განწყობა უცვლელია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

სხდომას, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად დაესწრება.

„მას ძალიან ბევრი აქვს სათქმელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ის თითქმის ყოველდღიურად იღებს ინფორმაციებს ჩვენი მოქალაქეებისგან. იცით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად დავდივარ, ვისმენ ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს, რაც მიხეილ სააკაშვილამდე მიმაქვს. ქვეყანა უმძიმესი პრობლემის წინაშეა, მესამე პრეზიდენტი ტყვეობაში გვყავს, რუსეთის ოფიციალური აგენტი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, 12 პუნქტი შეუსრულებელია, დასანქცირებული არიან მოსამართლეები.აუცილებლად უნდა ვუშველოთ ქვეყანას და გადავიდეთ ქმედებებზე. ჩვენი ხელისუფლება გუშინ რუსეთის გვერდით დადგა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. ასე რომ არ იყოს, ექიმები ნამდვილად იტყოდნენ და ის „ვივამედში“ არ იქნებოდა. ჩვენი ხელისუფლება ცდილობს მანიპულაცია მოახდინოს რომ უდიდესი კომპეტენციის მქონე ექიმების განცხადებებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ მისი საბრძოლო განწყობა უცვლელია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს