გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში ინსტიტუციები რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავენ, რომლის მთავარი ავან-ჩავანი ივანიშვილია

ქვეყანაში ინსტიტუციები რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავენ, რომლის მთავარი ავან-ჩავანი ივანიშვილია,- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს რუსული ჯაშუშური ქსელი და ამის ერთ-ერთი და არა ერთადერთი წარმომადგენელი არის ფარცხალაძე.

„ეროვნული ბანკის და მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ჯაშუში ფარცხალაძის დაცვა, ესაა სხვა ჯაშუშური ქსელის დაცვა, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომლის მთავარი ავან-ჩავანი არის ივანიშვილი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ქვეყანაში გვაქვს ინსტიტუციები, რომლებიც რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავენ, ეროვნული ბანკის, მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის რუსულ ჯაშუშურ ქსელის დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ეს არ არის”, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“