რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი - თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა იგეგმება

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის მთელი წლის განმავლობაში საბორნე მიმოსვლა იგეგმება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ვისაუბრეთ თურქეთ-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე საზღვაო სფეროში. ახლა 150 ავტომობილსა და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს“, - ციტირებს პადალკოს სააგენტო TASS-ი.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი.

„თუ მოვახერხეთ სარკინიგზო კავშირის განახლება, როგორ გაივლის ის - ახალი მარშრუტებით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს? ან აღვადგენთ ძველ მარშრუტს აფხაზეთის გავლით, რაც უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება“, - განაცხადა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო