პროფესიული უნარების სააგენტო Erasmus+ პროფესიულ განათლებაში ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს

პროფესიული უნარების სააგენტო Erasmus+ პროფესიულ განათლებაში ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში (CB-VET) კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი უნგრეთთან, მოლდოვასა და სომხეთთან თანამშრომლობით განხორციელდება და მიზნად საერთაშორისო მობილობის პრაქტიკის ხელშეწყობას ისახავს.

„პროექტის INVEsT in you: promote international traineeship programs for Armenian, Georgian and Moldovan students in Central Europe განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Erasmus+ პროფესიული განათლების მიმართულება საქართველოში ხელმისაწვდომი 2022 წლიდან გახდა. Erasmus+ ფარგლებში პროექტები საქართველოში საუკეთესო ევროპული გამოცდილების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად ხორციელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა