ირაკლი კობახიძე - ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვ, ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ შევიდეთ

ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში რაღაც ქარიშხალი დაატრიალონ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვ, ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ შევიდეთ,- ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას მუდმივად იქნება ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღვივების მცდელობა.

„ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში რაღაც ქარიშხალი დაატრიალონ, მუდმივად იქნება ეს მცდელობები, ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღვივების, მათ შორის, ამ სხდომათა დარბაზშიც შეეცდებიან ამის გაკეთებას. როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, ვხედავთ, როგორც აკეთებენ, ვითომ კაცები ქალებს იფარებენ ხოლმე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვდი, ყველა დეპუტატს, ვინც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით არის გამსჭვალული, მგონია, რომ ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ ხოლმე. რა თქმა უნდა, რთულია, მესმის ჩემი კოლეგების. ალბათ, სჯობს, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლისგან“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს