თინა ბოკუჩავა - მიმდინარეობს დისკუსია, რა არის ახლა ყველაზე ადეკვატური მოქმედება ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის დასავლური არჩევანის დასაცავად - უახლოეს ხანებში ვაცნობებთ საზოგადოებას ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ

მიმდინარეობს დისკუსია, თუ რა არის ახლა ყველაზე ადეკვატური, სწორი მოქმედება პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დასავლური არჩევანი, უახლოეს ხანებში ვაცნობებთ საზოგადოებას, რა იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

„ბიუროს სხდომაზე ფრაქციამ დავაყენეთ ინიციატივა, რომ საპარლამენტო სხდომა გახსნილიყო პოლიტიკური დებატით, რომ გვესაუბრა იმაზე, რაც არის ყველაზე მწვავე, როცა ვხედავთ, რომ ფარცხალაძის, რუსი ჯაშუშის დასაცავად ანგრევს ივანიშვილი სახელმწიფო ინსტიტუტებს, მარტივ მამრავლებად შლის ჩვენს სახელმწიფოს და ასე აბარებს რუსეთს. ესაა მიზანმიმართული მცდელობა სტატუსის საბოტაჟის, ამერიკელების დაწესებული სანქციების დარღვევა, ესაა ყველაზე მწვავე საკითხი და არ შეიძლება პარლამენტში ამაზე პოლიტიკური დებატებიც კი არ შედგეს. ამის მოთხოვნისას საჭიროა დეპუტატთა ერთი მეხუთედი, რაც ოპოზიციაში გვაქვს და ყველა შემოუერთდა ამ ინიციატივას, ამიტომ არსებობდა ფორმალურადაც საფუძველი ჩატარებულიყო ეს დებატი. ჩვენ დღეს აუცილებლად შევიკრიბებით, უკვე ახლაც მიმდინარეობს დისკუსია, თუ რა არის ახლა ყველაზე ადეკვატური, სწორი მოქმედება პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დასავლური არჩევანი, ამაზე ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება და უახლოეს ხანებში ვაცნობებთ საზოგადოებას, რა იქნება ერთობლივი, გადაწყვეტილება”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის