მიხეილ სააკაშვილი - პუტინთან ჩემი პირველი  დატაკება მოხდა მაშინ, როცა მთხოვა, უშიშროების მინისტრად დამენიშნა ვალერი ხაბურძანია და თქვა, რომ ეს არის „ჩვენი კაცი“, მაგრამ უარი ვუთხარი - ამათმა ფარცხალაძის გამო ააყირავეს სისტემა

მინდა გითხრათ, რომ პუტინის ჩემთან პირველი დატაკება მოხდა იმაზე, როდესაც მომთხოვა უშიშროების მინისტრად დამენიშნა ვალერი ხაბურძანია. თქვა, რომ ეს არის ჩვენი კაცი, მაგრამ უარი ვუთხარი, არ დავემორჩილე პუტინს, ივანიშვილმა შეუსრულა და გენერალურ პროკურორად დანიშნა „ეფესბეს“ აგენტი, რომელმაც კონტროლ ქვეშ აიღო სასამართლო სისტემა და პროკურატურა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა,

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო წინ წავა.

„როდესაც პრეზიდენტობა შევწყვიტე და მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება, გენერალურ პროკურორად დაინიშნა არჩილ კბილაშვილი. კვალიფიციური იურისტი, რომელსაც დაავალეს, რომ ჩემ წინააღმდეგ აღეძრა საქმეები, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა ჩამოუყვანა ექსპერტები, რომლებიც ეძებდნენ რამე ხელჩასაჭიდს ჩემ წინააღმდეგ. როდესაც ვერაფერი იპოვეს, ხელცარიელი მივიდნენ თავის უფროსთან და უთხრეს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა შეუძლებელია. კბილაშვილს უშვებენ, შემდეგ საიდანღაც ჩნდება ფარცხალაძე, რომელმაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ფარცხალაძე უკვე მაშინ იყო „ეფესბეს“ აგენტი. მინდა გითხრათ, რომ პუტინის ჩემთან პირველი დატაკება მოხდა იმაზე, როდესაც მომთხოვა უშიშროების მინისტრად დამენიშნა ვალერი ხაბურძანია. თქვა, რომ ეს არის „ჩვენი კაცი“, მაგრამ უარი ვუთხარი, არ დავემორჩილე პუტინს, ივანიშვილმა შეუსრულა და გენერალურ პროკურორად დანიშნა „ეფესბეს“ აგენტი, რომელმაც კონტროლ ქვეშ აიღო სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად იმისა,რომ პროკურორობიდან გაათავისუფლეს, ის არის მაყურებელი... ჩვენ საქმე გვაქვს უცხო სახელმწიფოს, რუსეთის სრულ კონტროლთან - საქართველოს სასამართლო სისტემაზე, საქართველოს სამართალდამცავ სისტემაზე და ამჯერად უკვე ეროვნულ ბანკზე.პირდაპირ ფარცხალაძის გამო ააყირავეს სისტემა... მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თამაშებიც არ უნდა ვნახოთ, საქართველო ჯერ დააპაუზეს, შემდეგ უკან გადაახვიეს სწრაფი ტემპებით, ჩვენ შევაჩერებთ ამ დაპაუზებას და ძალიან სწრაფად წავალთ წინ“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად