ნათია თურნავა - კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს

ბანკების პოზიციასა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის სხვაობა. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, როგორ მოხდება ამა თუ იმ ნორმის აღსრულება, ამაზე გავდივართ საკითხებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს.

„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს. იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობოთ. მე ჩემი დღევანდელო ბრიფინგი დავიწყე სწორედ იგივე წინადადებით და ინფორმაციით, რომ ვვენ ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. საერთაშორისო სანქციების აღსრულება ეს არის გაცილებით უფრო ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი საკამოდ ფართო პრაქტიკა არსებობს როგორც ევროკავშირში, ისე აშშ-ში. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს, ზოგადად ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თუ როგორ მოხდეს ახალი დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ეს შესაბამისობაში იყოს მათ და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან“, - განაცხადა თურნავამ.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი