პარლამენტში ირაკლი ზარქუა და ვიქტორ ჯაფარიძე გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ფოიეში ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ ჯაფარიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. ვითარების განმუხტვა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გახდა შესაძლებელი, თუმცა, სიტუაცია პარლამენტის ფოიეში პერიოდულად კვლავ იძაბება, რადგან იქ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამ წუთებში სიტყვიერი დაპირისპირებაა მიხეილ ყაველაშვილს, მამუკა მდინარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის. ახლა მათ დეპუტატების ოთახში გადაინაცვლეს, სადაც მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის