ირაკლი კობახიძე - საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით და სიფრთხილით იყოს, რომ  არ დავუშვათ ქვეყნის უკრაინიზაცია

საზოგადოებას მოვუწოდებ, ყურადღებით იყოს, სიფრთხილით, იმისთვის, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია არ დავუშვათ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ მოუწოდა კოლეგებს, რომ არ აჰყვნენ აგენტების პროვოკაციებს.

„საზოგადოებას მოვუწოდებ ყურადღებით იყოს, სიფრთხილით იმისთვის, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია არ დავუშვათ. ეს არის მთავარი ამოცანა, რაც ქვეყანას აქვს, ოქტომბერი-ნოემბერი, დეკემბერი ყურადღებით უნდა ვიყოთ, მომავალ წელს საარჩევნოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ დავუშვათ ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, რაც ამ სუბიექტების სურვილია.

მოვუწოდებ კოლეგებს, მაქსიმალურად სიმშვიდით შეხვდნენ ასეთ პროვოკაციას, მათი მიზანია ხელოვნურად სცადონ ვითარების აგორება. აგენტების პროვოკაციებს არ აჰყვნენ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ფოიეში, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბია. ერთმანეთში ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩხუბობენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და უთხრეს, რომ რუსეთის ჯაშუშია, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. მანდატურებმა სცადეს, სიტუაცია განემუხტათ, თუმცა დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ოპოზიცია სკანდირებს - „რუსებო“. ფოიეში ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებიან „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები. ისინი ფოიეში სხდომათა დარბაზიდან ინციდენტის დაწყებიდან მალევე გავიდნენ.

პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო