ნათია თურნავა - აღსრულების წესი ძალაში ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლიდან არის და ამ წესის მიხედვით თითოეულ „ქეისთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მხრიდან არ იყო საჭირო

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, როდის მიხვდა ეროვნული ბანკი, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, თურნავამ განმარტა, რომ მათ არ შეუცვლიათ გადაწყვეტილება, ვინაიდან სანქციების აღსრულების წესი ძალაში ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლიდან არის.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი გადაწყვეტილება. ვინაიდან სანქციების აღსრულების წესი ძალაში არის ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლიდან და ამ წესის მიხედვით რაიმე კონკრეტული, სპეციფიკური, თითოეულ „ქეისთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მხრიდან არ იყო საჭირო ანუ, როგორც კი პირველი პრეცედენტი შეიქმნა და საქართველოს მოქალაქე, ბატონი ფარცხალაძე აღმოჩნდა სანქცირებულთა სიაში, ბანკებმა იმოქმედეს პრაქტიკულად იმ წესის მიხედვით, ავტომატურად გაავრცელეს მასზე ყველა უზრუნველყოფის ღონისძიება. აქედან გამომდინარე, რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მაშინ არ მიგვიღია. მოქმედი წესის მიხედვით ინდივიდუალური გადაწყვეტილება ამისთვის საჭირო არ იყო. უბრალოდ ბანკებმა გააგრძელეს მოქმედება, როგორც აქამდე მოქმედებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით და ანალოგიური გზით მიუდგნენ მასაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თურნავას განმარტებით, ეს იყო ავტომატური აღსრულება იმ წესისა, რომელიც აქამდე არსებობდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეთ.

„ეს იყო ავტომატური აღსრულება იმ წესისა, რომელიც აქამდე არსებობდა, მაგრამ ვინაიდან პირველი პრეცედენტი შეიქმნა, რასაკვირველია ვალდებული ვიყავით გაგვეანალიზებინა მომავალში ეს პრეცედენტი როგორ იმოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა სახელ და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა პირველი ქეისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, თუკი მომავალშიც ეს პრეცედენტები განმეორდება და შეიძლება განმეორდეს, რადგან ჩვენ ვასრულებთ სანქციებს და მიერთებულები ვართ, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეთ და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განმარტა ნათია თურნავამ.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ეროვნულ ბანკზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს, მაგრამ რა თქმა უნდა, მსჯელობა და ანალიზი იყო, თუ როგორი გზით მომხდარიყო ამის გადაწყვეტა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი