თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა მაგდალენა სოფია ვალშჰოფერმა კლინიკური სტაჟირების ერთთვიანი კურსი გაიარა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი მაგდალენა სოფია ვალშჰოფერი იმყოფებოდა. ის კლინიკურ სტაჟირებას (2023 წლის აგვისტო) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში, თსსუ-ის შინაგან დაავადებათა N2 დეპარტამენტში (ხელმძღვანელი პროფესორი ირმა ჭოხონელიძე) გადიოდა.

როგორც მაგდალენა სოფია ვალშჰოფერმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა იმ სტუდენტების შეფასებებისა და სარეკომენდაციო წერილების გაცნობა, რომლებიც გასულ წლებში იმყოფებოდნენ საქართველოში და სტაჟირება თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში გაიარეს.

,,ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობდი ამ ქვეყანაში დაბრუნებას, გადავხედე ჩემი უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებს, კავშირებს სხვადასხვა უნივერსიტეტთან, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არის პარტნიორული ურთიერთობები, ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. გავეცანი სარეკომენდაციო წერილებს, სადაც ავსტრიელი სტუდენტები დადებითად აფასებდნენ მათ ვიზიტსა და სტაჟირების პროცესს თსსუ-ში. წავიკითხე უამრავი შეფასება, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკასა და პროფესორ ირმა ჭოხონელიძეზე“,- აღნიშნავს სტუდენტი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირების პროცესს ავსტრიელი სტუდენტი პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, მან მნიშვნელოვანი გამოცდილება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მიიღო, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება შემდგომი პროფესიული საქმიანობის მიმართულებით.

„ქალბატონ ირმა ჭოხონელიძესთან და მის გუნდთან მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა. ყოველდღიურ შეხებაში ვიყავი პაციენტებთან, მქონდა მათთან კომუნიკაცია. ძალიან საინტერესო იყო ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე დაკვირვება, განსაკუთრებით უცხო ქვეყანაში. ექიმები მიხსნიდნენ პაციენტის მდგომარეობას, ერთად განვიხილავდით გამოკვლევების შედეგებს და სამკურნალო მიდგომებს. ვესწრებოდი სხვადასხვა მანიპულაციას. ხშირად მიწევდა დიალიზის ცენტრში ყოფნა, სადაც აქამდე არ ვყოფილვარ.

ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ის ატმოსფერო, რომელიც კლინიკაში დამხვდა. აქ ყველა, სამედიცინო პერსონალი და პაციენტები ერთი დიდი ოჯახია. ვურჩევ სტუდენტებს ავსტრიიდან და ყველა ქვეყნიდან, ჩამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და გაიარონ სტაჟირება თსსუ-ში. ეს ძალიან საინტერესოა“,- აღნიშნა მაგდალენა ვალშჰოფერმა.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს