მიხეილ სააკაშვილი - თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში ჩატარდეს

თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატობას და თუ იქნება კომისიის უარყოფითი დასკვნა, თქვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ჩატარდეს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში. ამას წყალი არ გაუვა, ჩვენ არც ერთი დასაკარგი დრო არ გვაქვს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

მისი განმარტებით, ახლა ერთად ყოფნის დროა.

„ახლა არ არის ასეთი ამბიციების დრო. „ეს ოპოზიციური ჯგუფი“, „ის ოპოზიციური ჯგუფი“, „ეს პარტია, ის პარტია“ - ყველანი ერთად! ევროპულობის ნიშანია პროტესტი.

დღეს მკლავენ მარტივი მიზეზის გამო - მსჯიან და მკლავენ იმიტომ,რომ წარმატებული საგარეო [პოლიტიკის] პრეცედენტი შევქმენი. მსჯიან და მკლავენ იმიტომ, რომ უკრაინაში წავედი, ვეხმარები და ძალიან დიდ როლს ვთამაშობ იმ ქვეყანაში. მსჯიან იმიტომ, რომ პუტინს ოდესა ხელიდან გავაგდებინეთ 2015 წელს.... მსჯიან იმისთვის, რომ ჩაბნელებული საქართველო გავანათე, ქურდობა მოვსპე, მსჯიან იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გავუხსენი გზა, კორუფცია მოვსპე განათლების სისტემაში, მე მსჯიან იმისთვის, რომ არ ვიყავი მათი მსგავსი. არასდროს არაფერი მომიპარავს, საქართველოსთვის მინდოდა ყველაფერი. ამიტომ, ჩემი დასჯა ეს არის საქართველოს სირცხვილი...“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი პატიმრობა პუტინის პირადი შურისძიებაა, რადგანაც „მას წარმატებული ქართველები არ უყვარს“.

მისი თქმით, „მიდის „ტვინის რეცხვა“ და იმის ნაცვლად,რომ წარმატებული 9 წელიწადი იყოს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, მათ შორის ახალგაზრდობას თავში ჩაუდეს, რომ ეს იყო სისხლიანი 9 წელი“. მიხეილ სააკაშვილის, თქმით, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

„ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ თითოეულ პროცესში, ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა იყოს ჩვენ ხელში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, დამპყრობელთან უნდა ავიღოთ ჩვენ ხელში და ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი. ესენი აგენტების წინააღმდეგები არ არიან, ესენი აგენტების [გამტარებლები] არიან, აგენტურამ ფეხი ყველგან გაიდგა, მათ შორის ჩემი მოწამვლაც FSB- ეს დაგეგმილი იყო... ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ამ მანკიერ წესს. მე ვგრძნობ ქართველი ხალხის სიყვარულს, მხარდაჭერას,მაგრამ რაც მთავარია, მე ვგრძნობ ქართველი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას. ქართველი ხალხის სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024