„ევროპის უნივერსიტეტი“ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ მონაწილეობს

„ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიის პროგრამის წარმომადგენლები სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში - „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ მონაწილეობენ, რომელიც დღეს გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.

„ღონისძიებას ასევე დაესწრება ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) არქეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბრენდან ფოლი, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა "ევროპის უნივერსიტეტის" პრეზიდენტ ლაშა კანდელაკიშვილს, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ღონისძიება მოიცავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „შავი ზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II“ და სამეცნიერო პავილიონების გამოფენას.

სამეცნიერო პავილიონების გამოფენაზე „ევროპის უნივერსიტეტს" წარმოდგენილი ექნება არქეოლოგიური არტეფაქტები „ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიურ ისტორიული მუზეუმიდან.

შეთანხმების საფუძველზე „ევროპის უნივერსიტეტი" და ლუნდის უნივერსიტეტი შავი ზღვის არქეოლოგიურ კვლევებს ერთობლივად დაიწყებენ, რაც საქართველოში საზღვაო არქეოლოგიის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია.

სამეცნიერო პავილიონების გამოფენა დილიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გახსნილი”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს