„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“  თემატურ სამხატვრო კონკურსს აცხადებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კომპანიის სლოგანის თემაზე - „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“, უკვე მესამედ აცხადებს თემატურ სამხატვრო კონკურსს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალ, დამწყებ თუ თვითნასწავლ მხატვარს 18 წელს ზემოთ; საკონკურსო ნახატი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას და შექმნილი უნდა იყოს კონკურსის ფარგლებში; ნახატზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური ან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა; ნახატი შესრულებული უნდა იყოს ტილოზე, ზომა არანაკლებ 45X30 სმ. სასურველია ჰორიზონტალურ (landscape) ფორმატში.

„კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. პირველ და მეორე ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ 2000 და 1500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები, ხოლო Facebook მომხმარებლის რჩეულს 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

კონკურსანტებმა შექმნილი ნამუშევრები უნდა მოიტანონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში (თბილისი; ბარათაშვილის ქ. №2) 2023 წ. 27 ოქტომბრამდე.

6 ნოემბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/electrosystema აიტვირთება ნამუშევრების ფოტოები. გამარჯვებულები 2023 წლის 14 ნოემბერს გამოვლინდებიან.

6 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ერთი კვირის განმავლობაში, Facebook-ის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული.

კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ნახატები რჩება კომპანიას და მას ექსკლუზიურად ეკუთვნის უფლება გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში