აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 2023 წელს ეკონომიკის ძლიერ ზრდას პროგნოზირებს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილმა შემოდინებამ და უმუშევრობის შემცირებამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის აღმასვლას, რის შედეგადაც აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ADB-ის მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2023 წლის სექტემბრის ანგარიშის განახლებული მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2023 წელს 6%-ით განისაზღვრა, რაც ბანკის მიერ აპრილში ნავარაუდევ 4.5%-იან პროგნოზს აღემატება. ეკონომიკის ზრდა 2024 წელს 5%-ზე შენარჩუნდება ქვეყნის ეკონომიკაში ზრდის პოტენციალის დაბრუნებისა და შენელებული გლობალური ექსპანსიის ფონზე.

„იმედისმომცემი ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად მიიწევს წინ გასული წლების კოვიდ-19-ის პანდემიისა და გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული დაბრკოლებების გადასალახად“,- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კამელ ბუმადმა.

მისივე თქმით, „საქართველოს შეუძლია მეტი სარგებელი მიიღოს კლიმატგამძლე განვითარების პოლიტიკის წარმოებითა და ინფრასტრუქტურაში, ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში კლიმატ-გონივრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერით“.

„ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვანი 15.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, ხოლო – 10.2%-იანი მომსახურების სექტორებში. მომსახურების სექტორში ზრდა გამოიწვია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში 14.0%-იანმა დაწინაურებამ, საცხოვრებელი და სურსათის მომსახურებაში 15.7%-იანმა, საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის 44.2%-იანმა და ხელოვნების, გართობისა და რეკრიაციის სექტორში 17.2%-მდე ზრდამ, უმეტესწილად ტურიზმის აღდგენის შედეგად.

ინფლაციის კლება 2023 წელს 3%-მდეა მოსალოდნელი, აპრილში ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად, რაც შედარებით სტაბილურმა ლარმა და ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. 2023 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის მცირედი პროფიციტი მიღებულ იქნა მაღალი შემოსავლებისა და მიმდინარე ფისკალური კონსოლიდაცის შედეგად. სახელმწიფო ვალი დაბალ ნიშნულზე დარჩა და მშპ-ს 39.8% შეადგინა, რადგან ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და შედარებით სტაბილურმა ლარმა მშპ-ს ზრდას შეუწყო ხელი.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მკვეთრად შემცირდა 2022 წელს მშპ-ს 13.5%-ის ექვივალენტიდან 2023 წელს 3.2%-მდე. ეს გამოიწვია მნიშვნელოვნად გაზრდილმა ფულადმა გადარიცხვებმა და ტურიზმიდან, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიდან მიღებულმა ჭარბმა შემოსავალმა. 2022 წელს უცხოეთიდან ფულადი გადარიცხვების რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემდეგ, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში ფულადი გადარიცხვების რაოდენობა წლიურად 27.5%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რომელთაგან თითქმის ნახევარი რუსეთის ფედერაციაზე მოდის.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო