მამუკა მდინარაძე - მამუკა ფიფია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, ტყუილია! - ადამიანი პარლამენტში შეხვედრაზე შემოვიდა და ქართული გერბით ტვირთავს ფოტოებს დეპუტატის კაბინეტიდან, ჩემი აზრით, ეს დადგმული პროვოკაციაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ იმყოფებოდა ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მამუკა ფიფია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასიკო ჩიგოგიძესთან შესახვედრად იყო პარლამენტში შესული, ფოტოები კი მაშინ გადაიღო, როდესაც ვასიკო ჩიგოგიძე სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა.

„მამუკა ფიფია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, ტყუილია. გუშინ, ეს ადამიანი, მთელი დღის განმავლობაში, დილიდან ურეკავდა მის ნაცნობ ვასიკო ჩიგოგიძეს, მასთან შეხვედრა უნდოდა. დიახ, ვასიკო ჩიგოგიძემ დაუშვა საშვი და შემოიყვანა. სხდომაზე რადგან სხვადასხვა საკითხი იყო, პირადად ვწერდი დეპუტატებს, რომ ყველა სხდომაზე ვიყოთ, კენჭისყრების დროს, მან უთხრა, რომ დალოდებოდა მის ოთახში, მის კაბინეტში. როგორც ჩანს, მაშინ აქვს გადაღებული ეს ფოტო.

ადამიანი, რომელიც მთელი დღე ურეკავს, შემოდის და მაინც და მაინც დიდი საქმე არ აქვს, უბრალოდ ფიქსირდება, შემდეგ ფოტოს დებს, შემდეგ თქვენ აგნებთ, როგორც გავრილოვს აგნებდით რაღაც მოვლენებიდან 3 წუთში რუსეთში რომ ჩაგეწერათ კომენტარი მისგან. აქედან დასკვნა ყველამ გამოიტანოს.

ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართული დადგმული პროვოკაციაა. დღეს ასე უნდა ადუღებულიყო სიტუაცია, დღეს მიაგენით ამას, გუშინ რატომ არ გამოქვეყნდა? რატომღაც, დღეს შემთხვევით აღმოჩნდა ეს ფოტოები. საერთოდ არ მაინტერესებს გავრილოვის ბიძაშვილია, თუ მეგობარი. თვითონ ვასიკო ჩიგოგიძეც ძალიან გაბრაზებულია იმიტომ, რომ ადამიანი პარლამენტში შეხვედრაზე შემოვიდა და ქართული გერბით ტვირთავს ფოტოებს დეპუტატის კაბინეტიდან. ჩემი აზრით, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო