აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელსაც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის პირველი დღე საჯარო ლექციებით გაიხსნა, რომელზეც მომხსენებლებმა ფრინველთა კონსერვაციისა და დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ფესტივალის საპატიო სტუმარმა ნოამ ვეისმა, რომელიც ფრინველთა საერთაშორისო ბერდვოჩინგისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, ფრინველთა დაცვის კუთხით ისრაელის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„გარდა ამისა, საჯარო შეხვედრაზე მოხსენებები გააკეთეს ნიკა პაპოშვილმა თემაზე "გარიელის დაცვა: იხვების დაცვა პოტენციური გადაშენებისაგან კავკასიაში", გიორგი იანქოშვილმა „საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები"და გიზო სესკურია, FFI- საქართველო.

ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებსა და ტერიტორიებზე. დღეს, ფესტივალის სტუმრები ფრინველებს შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე აკვირდებოდნენ, ხვალ კი გასვლითი ტური პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთანაა დაგეგმილი. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე.

22 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობაზე, გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ