კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამერიკული დეპოლის უნივერსიტეტის პარტნიორია

საქართველოდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიმსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, Global Conversations-ის მე-8 რაუნდზე, დეპოლის უნივერსიტეტის (აშშ) პარტნიორია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე მხარეები CIU-ს ჟურნალისტიკის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, რაც ამჯერად აშშ-დან ოფიციალური მოწვევის წერილით დადასტურადა.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობის შედეგად, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაზაფხულის სემესტრში მიიღონ მონაწილეობა ონლაინ სესიებში, მოუსმინონ მსოფლიოში ცნობილ პროფესორებს, დაუმეგობრდნენ თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიიღონ/გაიუმჯობესონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება