პაატა მანჯგალაძე - არავითარი მელიას და ხაბეიშვილის სახელობის ორი აქცია არ არსებობს, ორივე ეს აქცია არის საქართველოს მხარდამჭერი, რუსი ჯაშუში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული

არავითარი მელიას და ხაბეიშვილის სახელობის ორი აქცია არ არსებობს, ორივე ეს აქცია არის საქართველოს მხარდამჭერი, რუსი ჯაშუში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქცია, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის პრობლემა არის არა ცალკე აღებული ეროვნული ბანკი, არამედ რუსი ჯაშუშების ხელისუფლება.

“არ ავყვეთ ხელისუფლების პროპაგანდას, არავითარი ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის სახელობის ორი აქცია არ არსებობს. თითოეულს აქვს კონკრეტული მიზანი, ორივე ეს აქცია არის საქართველოს მხარდამჭერი, რუსი ჯაშუში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქცია.ამიტომ ვისაც შეგვიძლია უნდა მივიდეთ ორივე აქციაზე, უფრო მეტიც, გავერთიანდეთ პარლამენტთან რადგან ამ ქვეყნის პრობლემა არის არა ცალკე აღებული ეროვნული ბანკი, არამედ რუსი ჯაშუშების ხელისუფლება. მოქმედების დროა! საქართველო გაიმარჯვებს! “ - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა