ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა თანამდებობები დატოვეს

ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

პაპუნა ჟვანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა.

“პაპუნა ლეჟავამ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მაცნობა, რომ განცხადება დაწერა გადადგომაზე. კარგი პროფესიონალია, ამდენი წელი მუშაობდა ეროვნულ ბანკში. მე იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ უკვე ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის ნათელი და შეუქცევადი", - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება არჩილ მესტვირიშვილს, ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე -პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას”, - წერს მესტვირიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო