არმაზ ახვლედიანი წულუკიანს - კულტურა საბჭოთა პერიოდშიც კი ვერ დაიქვემდებარეს და თქვენ გინდათ რომ დაიქვემდებაროთ - ამის მცდელობა გაქვთ კინოცენტრში, სხვაგან და სხვაგან - არ გამოგივათ!

კულტურა საბჭოთა პერიოდშიც კი ვერ დაიქვემდებარეს და თქვენ გინდათ რომ დაიქვემდებაროთ - ამის მცდელობა გაქვთ კინოცენტრში, სხვაგან და სხვაგან - არ გამოგივათ! თქვენი დრო პოლიტიკაში ნამდვილად ამოიწურა! - ასე მიმართა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს.

ახვლედიანმა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო, ვინც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრის ანგარიშის მოსასმენად დარჩა, წულუკიანს დაუსვა კითხვა, თუ რისთვის მივიდა ის ხელისუფლებაში 2012 წელს.

ახვლედიანმა წულუკიანის მისამართით ისიც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე ლაქად და სამომავლოდ გასათვალისწინებელ გაკვეთილად, თუ რა იმედებით შეიძლება პოლიტიკური ჯგუფი ხელისუფლებაში მოდიოდეს და რა იმედგაცრუება შეიძლება მოიტანოს მან.

„ქალბატონო მინისტრო, დაგავიწყდათ, რა იყო ამოცანა 2012 წელს? ამოცანა იყო ერთადერთი, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე დამდგარიყო, კულტურა პარტიულ პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლებულიყო. თქვენ თქვენს მთავრობასთან ერთად რა გააკეთეთ?! - ამ მარწუხებში დატოვეთ! გისმენდით და თქვენგან ვიღებდი დასტურს იმის თაობაზე, რომ არაფრის ხელიდან გაშვებას არ აპირებთ! თქვენ ამ ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეიძლება ვერ გაჯობოთ, მაგრამ გონიერი ადამიანი ბრძანდებით და მგონი ხვდებით, რომ ქართველი ხალხი უეჭველი გაჯობებთ - დიდი კულტურის ქართველმა ხალხმა ავტორიტარულ მმართველობებს ყოველ ჯერზე აჯობა!“, - განაცხადა ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო