თინა ბოკუჩავა - მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაიწვიოს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რათა პარლამენტმა ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში თურნავა-ფარცხალაძის „კლანის“ განმტკიცება ვერ შეძლოს

მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაიწვიოს სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რათა პარლამენტმა ვერ შეძლოს თურნავა-ფარცხალაძის „კლანის“ განმტკიცება ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნათია თურნავა სწორედ პრეზიდენტის წარდგინებით დაინიშნა, ხოლო მის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან, ამიტომ მნიშვნელოვანია კანდიდატურები პრეზიდენტმა უკან გაიწვიოს.

„თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის საბჭოს ორმა ვიცე პრეზიდენტმა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ნათია თურნავამ გუშინ ივანიშვილის დავალებით მიიღო. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც ღიად არღვევს ამერიკულ სანქციებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემას, თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც შეხება აქვს საბანკო სისტემასთან, მათ შორის, მათ, ვინც გზავნილებს იღებენ საზღვარგარეთიდან. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საფრთხეს ქმნის, რომ საქართველომ მორიგ ჯერზე დაკარგოს სტატუსი. ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლი. ნათია თურნავა თანამდებობაზე დასამტკიცებლად დაინიშნა სწორედ მისი წარდგინებით. დღეს ორი დამატებითი წევრია წარმოდგენილი პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. ახლა მთავარი ამოცანა, რომელიც ქვეყნის წინაშეა, არის ის, რომ გაუქმდეს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც თურნავამ მიიღო. ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები - თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი, რომელიც „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები არიან, უნდა გაიწვიოს საქართველოს პრეზიდენტმა და წარმოადგინოს ახალი კანდიდატები სებ-ის დასაკომპლექტებლად, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად იმოქმედებენ და არა რუსი ჯაშუში ფარცხალაძისა და ივანიშვილის დასაცავად. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაიწვიოს წარმოდგენილი კანდიდატები, რათა პარლამენტმა ვერ შეძლოს თურნავა-ფარცხალაძის „კლანის“ განმტკიცება ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტში. ეს იქნება მისი მხრიდან სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი არა მხოლოდ ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის, არამედ ევროპული არჩევანის დასაცავად“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს „ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად“ აფასებენ და აღნიშნა, რომ „ივანიშვილი პროვოკაციას მათი მეშვეობით ყოველდღიურად უწყობს ქვეყანას“.

„პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, ევროპული არჩევანის წინააღმდეგ, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, არის „რუსული ოცნება“, რომელიც იცავს რუს ჯაშუშებს და ღიად ეწინააღმდეგება ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო