გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია დღეს მყარად იდგა, პარლამენტში ვიბრძოდით -  სპეცსამსახურები, კუნთმაგარი ბიჭები შემოიყვანეს, ქალების უკან იმალებოდნენ, ყველამ დაინახეთ კობახიძის შეშინებული სახე - აქედან მივდივართ პარლამენტთან!

ნახეთ, რომ ოპოზიცია დღეს მყარად იდგა, პარლამენტში ვიბრძოდით. სპეცსამსახურები, კუნთმაგარი ბიჭები შემოიყვანეს, ქალების უკან იმალებოდნენ, კობახიძის შეშინებული სახე ყველამ დაინახეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ეროვნულ ბანკთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პარლამენტია ის მთავარი ბრძოლის წერტილი, რომლის დაკავებაც რუს ჯაშუშებს უნდათ.

„არცერთი ნაბიჯი უკან, ჩვენს უკან დგას ჩვენი სამშობლო, მათ უკან კი რუსი ჯაშუშები. არცერთ წერტილში არ იქნება უკან დახევა. ყველა ერთად უნდა ვიყოთ - ძალა ერთობაშია!

აქედან 19:00 საათზე პარლამენტთან უნდა ვიყოთ. პარლამენტია ის მთავარი ბრძოლის წერტილი, რომლის დაკავებაც უნდათ რუს ჯაშუშებს. ნახეთ, რომ ოპოზიცია დღეს მყარად იდგა, პარლამენტში ვიბრძოდით. სპეცსამსახურები, კუნთმაგარი ბიჭები შემოიყვანეს, ქალების უკან იმალებოდნენ, კობახიძის შეშინებული სახე ყველამ დაინახეთ. ასე ეშინიათ, მორალური უპირატესობა ჩვენკენ არის, ჩვენ გვიყვარს სამშობლო, მათ რუსეთი და წავიდნენ რუსეთში.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, საბჭოს წევრებს, რომლებიც დარჩნენ, მათაც მოვუწოდებ, გაიმეორონ ის მაგალითი, რაც კოლეგებმა გააკეთეს. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს. ამას ვამბობდით გუშინ, რომ არ შეიძლება სანქციების არ შესრულება. მივესალმები, რომ კერძო ბანკები არ ასრულებენ უკანონო მითითებას. მარტო ფარცხალაძის ჯაშუშზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ჯაშუშურ ქსელზე, ამის გამოვლენის ეშინია სისტემას“, - აღნიშნა ვაშაძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა