მამუკა ხაზარაძე - თურნავა უნდა გადადგეს - ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს

თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას - ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნულ ბანკთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ნათია თურნავამ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადადგომაზე გადაწყვეტილება.

"მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს მიღებული ბრძანებულება, თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას. საბჭოს რამდენიმე წევრი უკვე გადადგა, ეს ნიშნავს, რომ საბჭო უფუნქციო ხდება, მისი მართვა ვერ მოხერხდება თურნავას ხელმძღვანელობით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არამარტო საზოგადოება, არამედ კომერციული ბანკები დაუპირისპირდნენ მის გადაწყვეტილებას. პრეზიდენტიც, რომლის წარდგენილი კანდიდატურა გახლავთ, ამბობს, რომ ნანობს. შესაბამისად, ეს არის სწრაფად გადასაწყვეტი საკითხი, სხვა შემთხვევაში კომერციულ ბანკებს, შესაბამისად ეკონომიკას, მეანაბრეებს და ასე შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა