„პეისერა ბანკი საქართველო“ – როგორც ევროპული ბანკი, სრულად შესაბამისობაში ოპერირებს საერთაშორისო პარტნიორების, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებთან

ევროპული ციფრული ბანკის „პეისერა ბანკი საქართველოს“ განცხადებით, საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაში ოპერირებას აგრძელებენ.

„პეისერა ბანკი საქართველო“, როგორც ევროპული ბანკი, სრულად შესაბამისობაში ოპერირებს საერთაშორისო პარტნიორების, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებთან. „პეისერა ბანკის“ მიერ საქართველოში გახსნილი ანგარიშები ინტეგრირებულია ერთიანი ევრო გადახდის სისტემაში (SEPA), რაც სხვა მოთხოვნებთან ერთად გულისხმობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სანქციების გათვალისწინებას“, - ნათქვამია „პეისერა ბანკი საქართველოს“ განცხადებაში.

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026