გივი მიქანაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი დელეგაციის ბულგარეთში ვიზიტი შეაჯამეს. მათ განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს.

მხარეებმა უმაღლეს სასწავლებლებსა და მეცნიერებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებზე.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ორი ქვეყნის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარების ინიციატივა გამოითქვა.

აღნიშნულ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში