იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ქალაქ ვერიის მერს, კონსტანტინოს ვორიაზიდს შეხვდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვერიის მერს, კონსტანტინოს ვორიაზიდს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქართულ-ბერძნული მეგობრობის მნიშვნელობასა და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ამასთანავე, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ პროექტმა „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს და აქცენტი მომავალ თანამშრომლობაზე, კერძოდ კი, აფაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების ორგანიზებაზე გაკეთდეს.

„გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო, ქალაქ ვერიის მერს კონსტანტინოს ვორიაზიდს მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენი დევნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ საბერძნეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მივესალმებით ქართულ და ბერძნულ მხარეებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვა ეტაპზე გადაყვანას. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული პროგრამა გახდება ყოველწლიური და ამით კიდევ უფრო მეტი დევნილი ახალგაზრდას ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ვერიის მერმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და ქართულ მხარეს მომავალი, საერთო ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრას, სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე და მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი ესწრებოდნენ.

პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ ხორციელდება.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა