პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - პროტესტის მონაწილეები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აუცილებელია თანამდებობა დატოვოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ქვეყნის ღირსების შემლახავი გადაწყვეტილების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

"ყველა ერთად, ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ; პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ეროვნული ღირსების წინააღმდეგ მოქმედება. მათ უნდა დატოვონ თანამდებობა და მე ძალიან მოხარული ვარ და ბენიერი ვარ, რომ აღმოჩნდნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც უკვე დატოვეს თანამდებობები და დარწმუნებული ვარ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება. ბევრი ადამიანი არ შეეგუება რუსებთან ასეთ მჭიდრო ურთიერთობას", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა