გიული ალასანია - მიყვარს, როდესაც ხალხი აქტიურობს, ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია - დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში

საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან აქციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია.

"ძალიან მიყვარს, როდესაც ხალხი აქტიურობს. ხშირად ისმის წუწუნი, რომ ხალხი დაიღალა, მეც მიჩნდება ხოლმე ასეთი გრძნობა, მაგრამ ხალხის ენერგია უშრეტია. მთავარი მოთხოვნაა, შევინარჩუნოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

საქართველოში რომ აღუდგა ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა კარგ შედეგს არ გამოიტანს. ჩვენ დაუსახლებელ კუნძულზე ხომ არ ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვმონაწილეობდეთ მსოფლიო პროცესებში, მსოფლიოსთან კავშირში ვიყოთ, ცალკე ხომ არ ვიქნებით“, - აღნიშნა ალასანიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა