პარლამენტთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 22 სექტემბერს, შს მინისტრის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად დააანონსეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

შეკრებილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადადგომას და ამავდროულად, აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის საბანკო სისტემას და ეკონომიკას.

მათი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ამასთან, როგორც ორგანიზატორებმა დააანონსეს, შემდეგი აქცია 22 სექტემბერს, დილით გაიმართება, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივა.

“პარასკევს ვიკრიბებით პარლამენტთან. პარლამენტში მიდის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. ის არის პირი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი შოვზე არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივად“, - მიმართა აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში