გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია ერთიანი ვართ - „ევროპულ საქართველოში“ საერთოდ არაფერს იზიარებენ და მე რა ვუშველო?

თუ ვინმე ახლა თქვენზე ზეწოლას ახდენს, დაგვიკავშირდით, ყველას ვაგებინებთ პასუხს, - ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ვინც „რუსულ ხელისუფლებასთან“ არ ითანამშრომლებს, არავის არაფერი არ ემუქრება.

„დაგვიკავშირდით, ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს, თუ ვინმე ახლა თქვენზე ზეწოლას ახდენს, ყველას ვაგებინებთ პასუხს. მარტო ნუ დარჩებით რუსი ჯაშუშების პირისპირ. როცა თქვენ ვიღაც „გაკაჩავებთ" და გაშინებთ, ბიზნეს სექტორს ვეუბნები და ნებისმიერ სხვა ადამიანს ვეუბნები, დამირეკეთ, მე დავდგები თქვენს გვერდით და ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ. არავის არ დავაჩაგვრინებთ ამ რუს ნაძირალებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის ერთიანობაზე საუბრისას გიორგი ვაშაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გადაცემა „360“ გრადუსში“ განაცხადა, რომ „პროტესტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს საზოგადოებაში იმ მოქალაქეების რიცხვის გაზრდა, რომელიც მყარად ჩამოყალიბდება ამ რეჟიმის დემოკრატიულად გამოცვლის აუცილებლობაში და ამისათვის „ევროპულ საქართველოს“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება“.

გიორგი ვაშაძის თქმით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია, ხოლო ერთ-ორ კაცს თუ სხვა აზრი აქვს, ამ აზრს მათ ვერავინ შეუცვლის.

„ეგენი საერთოდ არაფერს არ იზიარებენ და მე რა ვუშველო? ოპოზიცია ერთიანი ვართ, საპარლამენტო ოპოზიცია ვინც არის ყველა, არასაპარლამენტო ვინც არის თითქმის ყველა. „ევროპულ საქართველოს“ თავის გზა აქვს და ჩვენ ვერ შევუშლით ხელს.

ახლაც, ხვალაც და სულ, კონსულტაციებში ვართ. ძალა ერთობაშია, ოპოზიცია ერთიანია. ოპოზიციამ დღეს დაახევინა უკან ხელისუფლებას და პარლამენტში ლუსტრაცია მოახდინა რუსული ჯაშუშური სისტემის, რომელიც საქართველოში არის. შეაშინა და „ქართული ოცნების“ ჩასვრილი სახე აჩვენა. ეს გავაკეთეთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ჩვენ ვიქნებით წინა ხაზზე ჩვენ ვიქნებით წინა პლანზე. მთავარია, რომ ყველა ვიყოთ ერთად, ერთ-ორ კაცს თუ სხვა აზრი აქვს, ჰქონდეს ის აზრი, რა ვქნათ, ჩვენ ხომ ვერ შევუცვლით აზრს?“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის