Instagram-ისა და YouTube-ის პოპულარული ვლოგერი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლებს ამზადებს

მოდისა და დიზაინის პოპულარული გერმანელი ინფლუენსერი, დიანა ციუნ ლივენი საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობა.

პოპულარული ვლოგერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით მოგზაურობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურის მიზანი ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდაა.

„ტურის ფარგლებში, დიანა ციუნ ლივენმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერა და დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს გაეცნო. გერმანელმა ინფლუენსერმა ბათუმი მოინახულა, ეწვია ციხისძირს, პეტრას ციხესა და მტირალას ეროვნულ პარკს.

დიანა ციუნ ლივენი საქართველოს კულტურის, ბუნების, ეროვნული პარკების, კურორტების, ღვინისა და სამზარეულოს შესახებ ვიდეო ვლოგებს, პოსტებსა და "სთორებს" ამზადებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ასიათასობით გამომწერი იხილავს. დიანა ციუნ ლივენს Instagram-სა და YouTube-ზე ორ მილიონამდე გამომწერი ჰყავს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის