ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის გრძელვადიანი პარტნიორობა, თანამშრომლობის გაძლიერების გზები და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა.

“ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან.

განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში”,- აღნიშნავს პრემიერი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს