სემეკის წევრი გიორგი ფანგანი წყლის საერთაშორისო ასოციაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG) ასამბლეაზე სიტყვით წარდგა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფანგანმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს წყალმომარაგების სექტორის განვითარების პერსპექტივებისა და ამ კუთხით, სემეკის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„გიორგი ფანგანმა სატარიფო მეთოდოლოგიის სამიზნე მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელიც წყალმომარაგების სექტორის მოკლევადიან და ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს. WAREG უმსხვილეს წყლის ასოციაციას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებსა და სამთავრობო უწყებებს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას წევრ და დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის. სემეკი ასოციაციის წევრი და დამფუძნებელია. მასთან ერთად ასოციაციის წევრ-დამფუძნებლები არიან ბელგიის, ირლანდიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა