23-24 სექტემბერს, დედა ენის ბაღში, პირველი სპორტული ფესტივალი - სპორტფესტი ბრუნდება

23-24 სექტემბერს, დედა ენის ბაღში, პირველი სპორტული ფესტივალი - სპორტფესტი ბრუნდება. სპორტფესტი პირველად 2022 წელს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 60-ზე მეტმა სპორტულმა ორგანიზაციამ და 15000- ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. კარგად ნაცნობი სპორტის სახეობების გარდა, როგორიცაა, ფეხბურთი, კალათბურთი, ფარიკაობა, ჰოკეი წარმოდგენილი იქნება ასევე სპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც ბევრისთვის სიახლეა.

ვიზიტორებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში თუ ტურნირში მონაწილეობა, ვარჯიში, პანელ დისკუსიაზე დასწრება და ცნობილი სპიკერების მოსმენა, ჯანსაღი საკვების დაგემოვნება. მაღაზიები წარმოადგენენ უახლეს სპორტულ ინვენტარს.

“მესამედ ვატარებთ ფესტივალს. სპორტფესტ 3 კიდევ უფრო მასშტაბური იქნება ვიდრე წინა ღონისძიებები. დავიმატეთ იუსტიციის სახლის პარკინგის ტერიტორია, სადაც მოეწყობა სპორტული მოედნები. მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხართ ან რა გამოცდილება გაქვთ, ფესტივალზე ყველასთვის მოიძებნება საინტერესო აქტივობა. ფესტივალზე დასწრება და ყველა აქტივობაში მონაწილეობა თავისუფალია“, - აღნიშნა სპორტფესტის დამფუძნებელმა რეზი პეტრიაშვილმა.

ფესტივალის გენერალური სპონსორია “ევროპოპი”, პარტნიორი “ლიბერთი”სპონსორები: ლოკო-მოკო, Stay Strong, UN Women, Fitpass, ტოპ სპორტი, ბაკურიანი, ვაკე, მაზდა, iHerb, Izipizi, Giggles.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო