საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო „მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის“ პარტნიორი გახდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო „მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის“ (ICPEN) პარტნიორი გახდა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მომუშავე 80-ზე მეტი ქვეყნის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს მთელ მსოფლიოში.

ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, ირაკლი ლექვინაძის ხელმძღვანელობით, 3-6 ოქტომბერს, პოლონეთს ეწვევა და საერთაშორისო კონფერენციაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში პროგრესის შესახებ პრეზენტაციით წარდგება.

„ICPEN-ში გასაწევრიანებლად აუცილებელი კრიტერიუმია წევრი ორგანიზაციების ხმების, წარდგინების მიღება, რაც საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, არასრული 1 წლიანი მუშაობის შედეგად უკვე მოიპოვა.

შესაბამისად, მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ვებგვერდზე - ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, თურქეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიის, საფრანგეთის და 80-მდე სხვა ქვეყნის გვერდით უკვე საქართველოც არის. (https://icpen.org/who-we-are)

ICPEN-ი აერთიანებს: წევრებს, პარტნიორებს და დამკვირვებლებს. მათ შორის, დამკვირვებლის რანგში წარმოდგენილნი არიან - UNCTAD, OECD, EUROPEAN COMMISSION და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიზანია, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერება და პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის გაუმჯობესება.

მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელი (ICPEN) წარმატებულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ინტერაქციის საერთაშორისო პლატფორმაა, რაც საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, ირაკლი ლექვინაძის ხელმძღვანელობით, 3-6 ოქტომბერს, პოლონეთს ეწვევა და საერთაშორისო კონფერენციაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში პროგრესის შესახებ პრეზენტაციით წარდგება. საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყნის პოლონეთის მასპინძლობით იმართება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა