პაატა მანჯგალაძე - კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა - ფარცხალაძე კი არა, საკუთარი თავი გადაირჩინეს

კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა - ფარცხალაძე კი არა, საკუთარი თავი გადაირჩინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრძანება, რომელიც ნათია თურნავამ გამოსცა, „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი ქონების დაცვას ემსახურება.

„ამ ქმედებით, რომ გუშინ ჯაშუშ ფარცხალაძეს იცავდნენ გაშმაგებით, საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს. 58 დღე იყო პროკურორი და ნახეთ, რა ქონება დააგროვა, სამი ვადით რომ არიან პარლამენტში, მათი ქონება რამდენი იქნება?! ფარცხალაძეს კი არ იცავდნენ ესენი, ესენი იცავდნენ საკუთარ მოპარულ ქონებას. დატოვეს „ხვრელი" სანქციების გვერდის ავლის, რომ თუ რომელიმე ღიად გაუშიფრავი აგენტის სანქცირება მოხდება ამერიკის მიერ, მათაც ჰქონდეთ საკუთარი ნაძარცვის გატანის უფლება საქართველოდან. კობახიძეს მინდა ვურჩიო, სპეციალური სერვისი გააკეთოს, კომპანია რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა, ამ ოპერაციაში მონაწილეობდა გუშინ „ქართული ოცნება" და არ აინტერესებდათ საქართველო და მისი ინტერესი, რომელიც დადგა რისკის ქვეშ. კობახიძემ ჩაატარა ბლეფი თითქოს ფარცხალაძის გადასარჩენად, კარგად იცოდნენ რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე არ იყო, ფარცხალაძე კი არა, საკუთარი თავი და საკუთარი ნაძარცვი გადაირჩინეს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად