„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გაერო-ში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, მოსახლეობის აღწერებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერებთან დაკავშირებით პანელური დისკუსიები იმართება. ასევე, განიხილება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მოსახლეობის აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების შესახებ.

„შეხვედრის მიმდინარეობისას, გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის ფარგლებში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, აგრეთვე „საქსტატის“ მიერ დანერგილი სიახლეების შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

აღნიშნული შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობს 50-ამდე ქვეყნის 100-ზე მეტი მონაწილე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მაღალი თანამდებობის პირები. იგი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის აღწერებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების, მიღწეული პროგრესის შეფასებისა და გაეროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„საქსტატის“ ხელმძღვანელთან ერთად, აღწერის კვირეულში მონაწილეობს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პაატა შავიშვილი და მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე არაბული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოსახლეობის უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა. მომდევნო აღწერის ჩატარება კი 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი. ამასთან, „საქსტატი“ მომდევნო აღწერას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (თვითრეგისტრაციისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით), ქაღალდის კითხვარების გარეშე ჩაატარებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო